ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 816 000 ლარით გაიზარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში ცვლილება შეიტანა. მიღებული ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წლის შემოსავლები 816 000 ლარით გაიზარდა, ბიუჯეტის შემოსავლების წლიური გეგმა კი 15 642 062 ლარით განისაზღვრა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნული თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას მოხმარდება.
გამგებლის განმარტებით, 182 000 ლარი ბორჯომში რაზმაძის ქუჩის, ასევე სოფლების ყვიბისისა და სადგერის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის გაიხარჯება. 110 000 ლარი საყრდენი კედლების მშენებლობას მოხმარდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას კი 102 000 ლარი დაემატება.
248 000 ლარი გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების – სტაციონალური მომსახურების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, მრავალშვილიანი და ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დაფინანსებისათვის გადანაწილდება.
სარეზერვო ფონდი გაიზრდება 150 000 ლარით, დანარჩენი თანხა კი 2017 წლის რეგიონალური ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის ხარჯებისათვის გადანაწილდება.
ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და მათთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალშიც ინტესნიურად გაგრძელდება.

Visited 191 times, 1 visit(s) today