ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო, რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა ზურაბ ალავიძემ და ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან – ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა. დაბნელებამდე იმუშავებს საჰაერო ტექნიკა და მაქსიმალური ინტენსივობთ მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა.
Visited 221 times, 1 visit(s) today