ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ენერგეტიკის სამინისტროს ორგანიზებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში ენერგეტიკული კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ. ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“, კომპანია ,,საქრუსენერგოს“, ,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, კომპანია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი ტექნიკა და თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად ხანძრის კერების ლიკვიდაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასევე კომპანია ,, ბლექ სი გრუპმა “. სამუშაოები სოფელ ყვიბისის და სოფელ წაღვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მოხდა ძირითადი კერების ლოკალიზება და თავიდან იქნა აცილებული ბაკურიანისა და მიტარბის მიმართულებით ხანძრის გავრცელების საშიშროება.

Visited 169 times, 1 visit(s) today