ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათეულობით მძიმე ტექნიკა ჩაერთო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათეულობით მძიმე ტექნიკა ჩაერთო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ადგილზე ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე სპეც-ტექნიკა მუშაობს მდინარის კალაპოტთან.
ამ ეტაპისთვის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგებისა კომპანიის მიერ სტიქიის ზონაში 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა იმყოფება, ასევე ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის თანამშრომლები. კეთდება დროებითი წყალსადენის მილები და მოხდება ამ წყალსადენი ხაზის გაყვანა ხანძრის კერებთან სიახლოვეს, რომ ოპერატიულად მოხდეს წყლის მიწოდება შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის ხანძრის ჩასაქრობად.

Visited 234 times, 1 visit(s) today