ბორჯომს განახლებული კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი ექნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მალე ბორჯომს განახლებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და თოჯინების სახლი მოემსახურება. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფასადებს, გამოიცვალა მთლიანად სახურავი, შეიცვალა თოჯინების პარტერი და სცენა. მოეწყო სარეპეტიციო დარბაზი და საგრიმიორო.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი დაათვალიერა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურამ ალავიძემ მხარის გუბერნატორთან ერთად.
შენობა რეაბილიტაციას წლებია არ მომხდარა და საჭიროებდა განახლებას. აღნიშნული პროექტი არის რეგიონალური მასშტაბის, სადაც ჩატარდება ღონისძიებები, ფესტივალები, როგორც რეგიონული ასევ საერთაშორისო დონეზე. ცენტრი შეითავსებს თეატრისა და საკონცერტო დარბაზის ფუნქციებს.
პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 300 000 ლარამდეა.

Visited 189 times, 1 visit(s) today