ბულგარეთის საელჩოს ინიციატივით, ბორჯომში ეთნოგრაფიული გამოფენა მოეწყო. დღის ცენტრ „თებეში“ ახალგაზრდა ბულგარელი ფოტოგრაფის ნამუშევრები გამოიფინა, რომელიც ბულგარელი ბულგარეთის საელჩოს ინიციატივით, ბორჯომში ეთნოგრაფიული გამოფენა მოეწყო. დღის ცენტრ „თებეში“ ახალგაზრდა ბულგარელი ფოტოგრაფის ნამუშევრები გამოიფინა, რომელიც ბულგარელი ხალხის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს ასახავს.
ღონისძიებაზე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ სტუმრებს თავად უმასპინძლა. როგორც ელჩმა აღნიშნა, წელს პირველად ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ეს გამოფენაც სწორედ თავმჯდომარე ქვეყნის აქტივობის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანი ბულგარეთის კულტურის გაცნობაა.
ღონისძიების მნიშვენლობაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ. ცნობილი გახდა ისიც, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთის ქალაქი გორნა ორიახოვიცა და ბორჯომი ოფიციალურად დამეგობრდებიან.
სტუმრებმა გამოფენის პარალელურად შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ახლადგახსნილი ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც ბულგარეთის გავითარების ორგანიზაციის მიერ არის დაფინანსებული.ხალხის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს ასახავს.
ღონისძიებაზე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ სტუმრებს თავად უმასპინძლა. როგორც ელჩმა აღნიშნა, წელს პირველად ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ეს გამოფენაც სწორედ თავმჯდომარე ქვეყნის აქტივობის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანი ბულგარეთის კულტურის გაცნობაა.
ღონისძიების მნიშვენლობაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ. ცნობილი გახდა ისიც, რომ უახლოეს მომავალში ბულგარეთის ქალაქი გორნა ორიახოვიცა და ბორჯომი ოფიციალურად დამეგობრდებიან.
სტუმრებმა გამოფენის პარალელურად შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ახლადგახსნილი ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც ბულგარეთის გავითარების ორგანიზაციის მიერ არის დაფინანსებული.