ბორჯომში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალური ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დახურა. სტანდარტების შესაბამისად დაიხურება ბაკურიანის არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელიც. აღნიშნული მუნიციპალიტეტებისთვის ქ.ბორჯომში მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების დიდ კონტეინერში ჩატვირთვას და სპეციალური გადამტვირთი მანქანებით მათ რეგულარულ ტრანსპორტირებას ხაშურის კეთილმოწყობილ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე.

აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს რეკრეაციულ ზონებში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 459 723 ლარი შეადგინა.

Visited 147 times, 1 visit(s) today