ბორჯომში სკვერების რეკონსტრუქციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომში ორი სკვერის რეკონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება.
პროექტები დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერა.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავას სკვერისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სილამაზის ხიდიდან ფალიაშვილის ძეგლამდე არსებული მონაკვეთის კეთილმოწყობისათვის.
სკვერებში გათვალისწინებულია ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, გამწვანების განახლება, საყრდენი კედლების მოწყობა, გარე განათების მონტაჟი, ტერიტორიაზე განლაგდება საბაღე სკამები და ურნები, მოეწყობა პანდუსები.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე სანაპირო სკვერში არსებულ საცხოვრებელი შენობების ფასადებს,
პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 926 703 ლარით დაფინანსდა. .
აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩარხისწყლის ხიდთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.

Visited 221 times, 1 visit(s) today