ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან ავტოსადგომი მოეწყობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ავტოსადგომი ორი დონისაგან შედგება და 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზეა გათვლილი. მიმდინარე სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ დაათვალიერეს. ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ავტოსადგომი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად გადაეცემა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვიზიტორთა ცენტრის საპროექტო სამუშაოები.

Visited 180 times, 1 visit(s) today