ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ადაპტაცია მომავლისთვის”- ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს. იგი სიტყვით გამოვა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე-“აღმოსავლეთ სამეზობლო 2017.”
საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა მისასალმებელი შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) პრეზიდენტ რობერტ ვასსთან და ფორუმის საპატიო თავჯდომარესთან, რასტისლავ კაჩერთან. კონფერენციის ორგანიზატორებმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის.
რიგით მე-12 კონფერენციას 70 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება.გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ: სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის წარმომადგენლები, უსაფრთოების სფეროს ექსპერტები.

Visited 135 times, 1 visit(s) today