„როგორც არაერთხელ მითქვამს მე და ასევე პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, ჩვენ შეიძლება ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას და ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ამბიციად“ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა ბორის ჯონსონმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ლონდონში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.
ბორის ჯონსონის თქმით ბრიტანეთი დაინტერესებულია განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით და ის უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.
Visited 140 times, 1 visit(s) today