ბრიტანელმა სამხედროებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ბრიტანელმა სამხედროებმა ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებმა.
დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგება ბრიტანელმა სამხედროებმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს.
ბრიგადის ტერიტორიაზე მემორიალის აღმართვის ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დატანილია აფხაზეთში, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ სამხედრო მოსამსახურეების სახელები და გვარები, რომლებიც ამავე ბრიგადაში მსახურობდნენ.

Visited 219 times, 1 visit(s) today