ბულგარეთის ელჩი დოკუმენტური მასალების გამოფენას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბენატორის მოადგილე დავით კოდუა. გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ დოკუმენტურ გამოფენას, მაცი ხორავას სახელობის არტ-გალერეაში დაესწრნენ. სადაც ბულგარეთის ელჩმა და გუბერნატორის მოადგილემ ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ბულგარეთის ელჩი დღეს რეგიონს სტუმრობს. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დავით კოდუას შეხვდა. სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და განათლების მიმართულებით განიხილეს.
ბულგარეთი წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ოფიციალურმა სოფიამ პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.

Visited 181 times, 1 visit(s) today