ბულგარეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბულგარეთი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით -განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯემა გროზდანოვამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძესთან 11 სექტემბერს გამართული შეხვედრისას. შეხვედრა ბულგარეთის რეპუბლიკაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს. გამოითქვა იმედი, რომ სამიტის გადაწყვეტილებებში აისახება ინიციატივის მონაწილე წარმატებული ქვეყნების პოლიტიკური მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი ევროკავშირთან დაასაახლოებლად.
თავის მხრივ, ჯემა გროზდანოვამ აღნიშნა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

Visited 112 times, 1 visit(s) today