ბურჭულაძე ”ნაციონალების“ სატელიტს ჰგავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია – მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს,” – განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.

მეჭიაურის თქმით, ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში იყოს, თუმცა ბურჭულაძე უფრო ”ნაციონალების“ სატელიტს ჰგავს.

”ყველას აქვს უფლება იყოს პოლიტიკაში, მათ შორის ბატონ პაატას, თუმცა მიმაჩნია, რომ ის მაინც ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. ნაწილობრივ ხელისუფლების მომხრეების ხმებსაც მიიღებს, რადგან ბევრს უჭირს იმის გარკვევა, თუ ვის თამაშს თამაშობს. წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია – მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს,” – განაცხადა მეჭიაურმა.

Visited 180 times, 1 visit(s) today