გადაადგილებულ ვიზიტორთა მონაცემები (2016 წელი, სექტემბერი)

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2016 წლის სექტემბრის თვე 631 302 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 11 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 879 031 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 2 156 731 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19,5% ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის სექტემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 304 814 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 34,2%);

ბ) ტრანზიტი – 148 718 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,5%, მატება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);

გ) სხვა – 177 770 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 28,2%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%).

2016 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+4,2%), აზერბაიჯანიდან (+7,6%), თურქეთიდან (-21,5%), რუსეთიდან (+31,3%), უკრაინიდან (+28,1%) და ირანიდან (+571,9%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 26%, 9%, 9% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (29%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (56%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 15%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა.

Visited 111 times, 1 visit(s) today