გადაუღებელი წვიმის შედეგად ჩოხატაურში ორი სოფელი დაზარალდა

გადაუღებელი წვიმის შედეგად დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაზარალდა. სოფელ ზოტში ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო, სადაც მეწყერმა ცენტრალური გზა ჩაკეტა. სოფელ ჩხაკაურაში სეტყვის შედეგად განადგურდა სასოფლო–სამეურნეო ფართობები. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ზოტში გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულდა და გზა გაიხსნა. ამ მიმართულებით გადაადგილება პრობლემას აღარ წარმოადგენს. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას შეუდგა.

Visited 205 times, 1 visit(s) today