გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი საქართველოში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2016 წლის 28 მარტი – 2 აპრილს საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან. ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ელჩები ეწვევიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისს, ასევე მოინახულებენ წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.

2016 წლის 28 მარტს, ელჩებმა პირველი შეხვედრა გაიმართეს საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროში. დიპლომატები მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მიიღო.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა.

Visited 115 times, 1 visit(s) today