გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მალე მივიღოთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან მალე მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ახალი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც შემუშავდება, ორიენტირებული იყოს სექტორალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ ინტეგრაციასა და შემდგომ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე ევროპულ სტრუქტურებთან.

“ვიზალიბერალიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში. ველოდებით, რომ ძალიან მალე მოხდება საკანონმდებლო ცვლილების წარდგენა საბჭოსა და პარლამენტში. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა და გადაწყვეტილება იყოს მიღებული ძალიან მალე”, – განაცხადა ჯანელიძემ.

Visited 131 times, 1 visit(s) today