გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაიზარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 17 ივლისის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენაზე იმსჯელა.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის ერთიანი ტარიფი დაუდგინდა, რომელმაც შეადგინა 1.884 თეთრი/მ3-ზე. ტარიფი მოცემულია დღგ-ს გარეშე. ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Visited 234 times, 1 visit(s) today