“გაზპრომთან” ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე ისევ მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა პირობები გადაიხედოს, ვალიშვილის თქმით, ქართული მხარის პოზიცია ცალსახაა და არ ფიქრობს, რომ ამ პოზიციებში რაიმე ცვლილება შევა.
საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომს” თანამშრომლობის ძველი პირობებით გაგრძელებას სთავაზობს.

Visited 130 times, 1 visit(s) today