„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“, – ონში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გუნდი შეუერთდა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან ერთად, აღნიშნულ აქციაში ჩაერთვება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყველა ადგილობრივი საოლქო ორგანიზაცია. ონში, უანგარო დონაციის აქციაზე სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე იმყოფებოდნენ. აქციაში მონაწილეობა მიიღეს პარტიის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა და ადგილობრივებმა.
აქცია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, “ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა” განახორციელა.

Visited 48 times, 1 visit(s) today