„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ აქციას ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შეუერთდნენ. საჯარო მოხელეებმა სისხლი იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს ჩააბარეს.
აქციის მონაწილეებს სისხლის უფასო კვლევა ოთხ საშიშ ინფექციაზე ჩაუტარდებათ. მათ პასუხები რამდენიმე დღეში ეცნობებათ.
პროექტის მიზანი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრაა. საქველმოქმედო აქციაში საჯარო მოხელეებთან ერთად, ქალაქისა და თემის საჯარო სკოლის პედაგოგებიც ჩაერთვნენ.

Visited 194 times, 1 visit(s) today