გამგებელმა ბაღების მშენებლობა მოინახულა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან, ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად ბაღების მშენებლობა მოინახულა.საბავშვო ბაღებისთვის ახალი შენობების მშენებლობა მიმდინარეობს ლესასა და ჩოლობარგში, ხოლო შუხუთში არსებულ შენობას კაპიტალური რემონტი უტარდება. სამშენებლო სამუშაოებს შპს “დაბმა” აწარმოებს და საერთო ღირებულება მილიონ 78 720 ლარია, აქედან ლესის ბაღისთვის გამოყოფილია – 449 381 ლარი, ჩოლობარგში – 363 326, ხოლო შუხუთისთვის – 265 563 ლარი. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ შუხუთის ბაღი გათვლილია 6 ჯგუფზე ლესა – სამ, ხოლო ჩოლობარგი ორ ჯგუფზე.

Visited 200 times, 1 visit(s) today