გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, თენგიზ ხელაძესთან ერთად ჟორდანიას ქუჩაზე (მრავალსართულიანი ბინების უკანა ქუჩა) მიმდინარე სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობასაც შეხვდა. “დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ჩვენი დიდი ხნის სურვილი აასრულა და აქ გზას გვიგებს” – გვითხრეს აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებმა. სამუშაოებს შპს “სამკუთხედი” აწარმოებს. პროექტი, რომელიც გარდამავალია და რომელიც ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 708 888 ლარი ჯდება. აღნიშნულ ქუჩაზე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შავი საფარის დაგება. ამ დროისათვის ქალაქში უკვე დაგებულია ფილაქნები, დამონტაჟებულია ახალი შადრევანი, გაკეთებულია პანდუსები. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კვლავ გრძელდება.

Visited 171 times, 1 visit(s) today