გამგებელმა სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალი დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალი სრულად რეაბილიტირდა. განხორციელებული სამუშაოები ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა გუჯაშვილმა დააათვალიერეს. პროფესიულ სასწავლებელს „აისი“ შენობა 2007 წელს გადაეცა, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სასწავლო კორპუსში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, ნაწილობრივ უკვე აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით და ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.
პროგრამები, რომელიც ალვანის ფილიალში ხორციელდება სრულადაა მორგებული რაიონის საჭიროებებს. კოლეჯში ძირითადად ტურიზმის, რეწვის,ვეტერინარიის, ხელოვნების მიმართულების პროგრამები მოქმედებს.
შენობის მეორე სართული სასტუმროს დაეთმობა, სადაც სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან, აქ წარმატებით განხორციელდება მოდულური პროგრამები და ძირითადად სასწავლო დატვირთვა ექნება. აქვე იცხოვრებენ მეზობელი სოფლებიდან ჩამოსული და სოციალურად დაუცველი სტუდენტებიც.
პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალი ოფიციალურად რამდენიმე თვეში გაიხსნება.

Visited 319 times, 1 visit(s) today