გამგებელმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ , გამგებლის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად , სოფელ ქვედაჩხოროწყუში , მუხურსა და თაიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ფონდიდან ფინანსდება და თანხის მოცულობა 57 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მშენებელი“. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

Visited 182 times, 1 visit(s) today