გამგებლმა ახალი ინოვაციური პრაქტიკის დანერგვა დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წელი, ახალი ინოვაციური პრაქტიკის დანერგვით დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ინიციატივით, ის მოსახლეობას პირადად სოფლებში შეხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე მოისმენს. გამგებელმა ინიციატივის განხორციელება დღეს დაიწყო და გამგეობის ადმინისტრაციული, სოციალური, ჯანდაცვისა და მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივებსა და კოკის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაპირდა. ,,ჩემთვის უმთავრესია ვიცოდე ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სოფელში მივიდე და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გავეცნო. ხშირად მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმ პროექტების თუ პროგრამების შესახებ რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ საკეთილდღეოდ ახორციელებს, შესაბამისად შეხვედრებს გამგეობის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რათა მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიონ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უპირველესი ამოცანა მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვაა, რასაც წარმატებით ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ“- აღნიშნა ლაშა გოგიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის მოადგილეები ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

Visited 225 times, 1 visit(s) today