გამგეობა ჭანჭათში დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძე აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭანჭათში იმყოფებოდა. მან გამგებლის წარმომადგენელ მანუჩარ ღლონტთან ერთად ადგილზე დაათვალიერა ხანძრის შედეგად დამწვარი რევაზ ჩხაიძის სახლი. ბატონი მანუჩარის განცხადებით, ცეცხლი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა.
ჩხაიძეები ძირითადად დედაქალაქში ცხოვრობენ. ამჟამად ისინი სოფელში იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები უვნებლად გადარჩნენ.
როგორც ნუგზარ ცინცაძემ განაცხადა, გამგეობა დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას აღმოუჩენს.

Visited 196 times, 1 visit(s) today