გამორიცხულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე შეაჩეროს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გამორიცხულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევანი პრორუსულ პოლიტიკურ ძალებზე შეაჩეროს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ბრძოლაში ჩნდებოდნენ რაღაც ძალები და ისინი უარს იღებდნენ, მათ შორის იყო ნინო ბურჯანაძეც. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სიმპათია არ გამოუხატავს ნინო ბურჯანაძის და ირმა ინაშვილის პოლიტიკური პარტიების მიმართ, სხვა შემთხვევაში კი აღნიშნული პოლიტიკოსები კოალიციის შემადგენლობაში იქნებოდნენ.

“ეს არ არის სიმართლე, რომ როდესმე ივანიშვილმა ვინმეს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა, გარდა იმისა, ვინც დაპატიჟა საკუთარ კოალიციაში. მხარდაჭერას გამოხატავ იმის მიმართ, ვისთან ერთადაც ომში მიდიხარ და ამ ომში წამსვლელად მაშინ ოპოზიციაში იყო ნინო ბურჯანაძე, მაგრამ ნინო ბურჯანაძე არ აურჩევია ბიძინა ივანიშვილს. “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” აირჩია ომში წასასვლელად. ამ ბრძოლაში მერე რაღაც ძალები ჩნდებოდნენ და ისინი უარს იღებდნენ, მათ შორის იყო ნინო ბურჯანაძეც. მთავარი, რითაც ჩვენ უნდა განგვსაჯოთ, არის მოქმედებები და შედეგები. მოქმედებებით ბიძინა ივანიშვილმა პირველივე განცხადებიდან, ყველა გადაწყვეტილებით დაამტკიცა საკუთარი არჩევანიც, საკუთარი სიმპათიებიც, საკუთარი ერთგულებაც იმ ღირებულებების მიმართ, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, არაფრით არ განმასხვავებს ამ ადამიანისგან,”-განაცხადა ხიდაშელმა.

Visited 152 times, 1 visit(s) today