გამოფენა-გაყიდვა „AgroBatumi 2016”

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „AgroBatumi 2016” საზეიმოდ გაიხსნა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი აგრო გამოფენაში წელსაც აქტიურად მონაწილეობს. მუნიციპალიტეტმა გამოფენაზე აგროპროდუქტები და აგრონაწარმი წარმოადგინა, ასევე საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო ქობულეთის სარეკლამო მასალა.
საერთაშორისო გამოფენა წელს მეექვსედ იმართება. მისი მიზანია აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და ახალი ბიზნეს-კავშირების დამყარება.

Visited 260 times, 1 visit(s) today