გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის მნიშვნელოვნად წაადგება იმ ძირითადი მიმართულებების განვითარებას რაც აქტუალური არის ჩვენი ქვეყნისთვის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას იაპონელი ექსპერტების საქართველოში საკონსულტაციო დახმარების გასაწევად მივლინების შესახებ. აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს იაპონური მხარის მიერ საქართველოში ე.წ. მოხალისეების მივლინებას სხვადასხვა სფეროში დახმარების გასაწევად და საქართველოში ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად.

„ვფიქრობ, რომ მათი ყოფნა საქართველოში, მათი გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის მნიშვნელოვნად წაადგება იმ ძირითადი მიმართულებების განვითარებას რაც აქტუალური არის ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ასე რომ, ვფიქრობ წლევანდელი წელი იქნება კარგი საფუძველი, იმისთვის, რომ ის დასახული მიზნები და ის პროექტები, რომლებზეც უკვე გვქონდა შეთანხმება, იყოს წარმატებით განხორციელებული 2020 წელს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა სადაც იაპონია მოხალისეთა პროგრამას ახორციელებს.

Visited 181 times, 1 visit(s) today