გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების აბონენტებს 200 ლარი დაერიცხათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში – საჩხერის, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 378 800 ლარი გამოიყო. იმ ოჯახებს, რომლებიც ბუნებრივი აირის აბონენტებად არიან დარეგისტრირებულნი, დღეიდან ანგარიშზე 200 ლარი ჩაერიცხათ. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ომიაძე დღეს სოფელ პერევსა და ჯრიაში მოსახლეობას შეხვდა. მისი განმარტებით, შესაბამისი სოციალური პაკეტით სოფლების: პერევის, ქარძმანის, ჯრიისა და ჭურნალის მოსახლეობა ისარგებლებს. აღნიშნული თანხის ამოწურვა მათ დროში შეუზღუდავად შეუძლიათ.

Visited 219 times, 1 visit(s) today