განათლების მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრი მოჰამედ ფარჰადი (დელეგაციის ხელმძღვანელი) და ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი იყო მსჯელობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაც. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლისა და დიპლომების ურთიერთაღიარების საკითხებს.
საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა გიორგი ელიავას სა¬ხელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინ¬სტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოინახულეს.

Visited 316 times, 1 visit(s) today