განათლების პოლიტიკის მეორე ფორუმზე პროფესიული განათლების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროფესიული განათლების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობაზე იმსჯელეს განათლების პოლიტიკის მეორე ფორუმზე, რომელიც UNICEF საქართველოს, მსოფლიო ბანკისა და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით გაიმართა.
პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შედეგად, ბოლო პერიოდში ბევრი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, კერძოდ, პროფესიული განათლება ყველა ასაკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, კოლეჯები სტუდენტებს ინოვაციურ და გამორჩეულ სასწავლო გარემოს სთავაზობს, შემცირდა უმუშევრობის დონე პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა შორის.

Visited 134 times, 1 visit(s) today