განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქართული ენის სწავლების მაქსიმალური ხელშეწყობაა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სამუშაო ჯგუფისა და UNHCR-ის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ, პირველად საქართველოში, ახალი სასწავლო რესურსი „ისწავლე ქართული აუდიოგაკვეთილებით“ შეიქმნა. პროექტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.
კომპაქტდისკი 12 აუდიოგაკვეთილს და შესაბამის ილუსტრაციებს მოიცავს. სასწავლო რესურსი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ, თავშესაფრის და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებზეც UNHCR-ის მანდატი ვრცელდება, ქართული ენის საბაზისო ცოდნის მიღებაში დაეხმარება, რაც საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას გაადვილებს.
აღნიშნული აუდიოგაკვეთილები ინტერნეტ სივცრეშიც იქნება ხელმისაწვდომი. კერძოდ, დაიდება სკოლის ოფიციალურ ვებგვერდზე www.zspa.ge და UNHCR-ის პარტნიორ ვებ-საიტებზე. მსურველები გაკვეთილების მოსმენას უფასოდ შეძლებენ. პროექტის ფარგლებში აუდიოგაკვეთილები ეროვნულ უმცირესობის წარმომადგენლებს გადაეცემათ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ შეისწავლონ ქართული ენა, ასევე შეძლებენ ონლაინ ვერსიით სარგებლობას.

Visited 87 times, 1 visit(s) today