განათლების საკითხებზე კლასიკურ გიმნაზიაში იმსჯელეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი მარიამ ჯაში მშობლიურ სკოლას, პირველ კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან ერთად.

გაიმართა საინფორმაციო-ანალიტიკური შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, განიხილეს ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ სიახლეები, ისაუბრეს გამოწვევებზე.

მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.

პარლამენტის წევრი დაინტერესდა სხვადასხვა საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით მასწავლებლების მოსაზრებებითაც. სტუმრებმა განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მომავლის ხედვები გაუზიარეს მასწავლებლებს.

Visited 121 times, 1 visit(s) today