“განიკურნე”-ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კამპანია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“განიკურნე” – ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა. “შემოგვიერთდი” – ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი. კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, სკრინინგი აუცილებელი კომპონენტია დაავადების დროულად გამოსავლენად. ამით პაციენტი არამარტო საკუთარ თავს, არამედ მის ახალობლებსაც იცავს.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მათგანნ მკურნალობის კურსი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს.

Visited 266 times, 1 visit(s) today