გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას, 24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც.
გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.
მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

Visited 134 times, 1 visit(s) today