გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს ივნისიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს ივნისიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, სოფელ თელეთში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა დაათვალიერეს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი დასრულების ეტაპზეა და სულ მალე ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალი წყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის 5000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო რეზერვუარები, საქლორატოროები, სატუმბო სადგური, მაგისტრალური და წყალმომარაგების ქსელები. ამ დროისთვის დარჩენილია ელექტროგაყვანილობისა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 9.8 მილიონი ლარია.

Visited 53 times, 1 visit(s) today