გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების ნორმატივებთან შესაბამისობის დასადგენად, ლაბორატორიული გაზომვების ჩატარება.
დოკუმენტს ხელი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა პაატა ბატიაშვილმა და ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კოტრიკაძემ მოაწერეს.
ხელშეკრულების ფარგლებში ააიპ ნავთობპროდუქტების ხარისხის კვლევის ფონდი 25 000 ლარს გამოყოფს, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაძლებლობას მისცემს ჩაატაროს ინტენსიური ლაბორატორიული კვლევები საავტომობილო საწვავში ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლების გაზომვის მიზნით.

Visited 289 times, 1 visit(s) today