გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდის საკითხებზე მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების და მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაღრმავების მიზნით „დავასუფთაოთ საქართველო -ფაზა III“ პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. სახიფათო ნარჩენებით (კერძოდ ქლორით) გარემოს დაბინძურებისა და გამოწვეული საფრთხეების შესახებ მომზადებული პრეზენტაციით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თუ როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული შესაძლო საფრთხეები, შემცირდეს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. შეხვედრის მონაწილეებმა ყველა ასეთი საეჭვო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, შემდგომში რეაგირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე შესაბამისი ინსტრუქცია მიიღეს.

Visited 171 times, 1 visit(s) today