გელათის აკადემიაში რესპუბლიკური კონფერენცია ჩატარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გელათის აკადემიაში რესპუბლიკური კონფერენცია ,,საქართველო–კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ ჩატარდა. ა(ა)იპ ,,ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული 150 მოსწავლე მონაწილეობდა. (აჭარის, გურიის, სამეგრელოს, ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, საინგილოს, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთისა და აფხაზეთიდან, კერძოდ, გალიდან, მოწვეული მოსწავლეები)
კონფერენციაზე გამარჯვებული მოსწავლეები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ა(ა)იპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” მმართველმა ელისო ქაროსანიძემ დააჯილდოვეს.
ღონისძიების მხარდაჭერისთვის იმერეთის გუბერნატორს, პირველ მოადგილეს და ქუთაისის მერს დიპლომები გადაეცათ

Visited 255 times, 1 visit(s) today