საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის სწავლება „კავშირი 2017“ მიმდინარეობს. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე სწავლების მიმდინარეობას გაეცნენ და სწავლების მართვის პუნქტი დაათვალიერეს. სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას და ბრიგადის გენერალს ზაზა ჩხაიძეს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სწავლების მიმდინარეობა პირადად გააცნო.
„კავშირი 2017“ „დიდგორი 2017“ი-ს წინა მოსამზადებელი სწავლებაა. მასში საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების 1350-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. წვრთნები საველე პირობებში, ქვედანაყოფების სასწავლო რაიონებში მიმდინარეობს. სწავლების მიზანი მართვის პუნქტების მოწყობა ტაქტიკურ და სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე, ასევე კავშირგაბმულობით და ინფორმაციული სისტემების საშუალებით მართვისა და კონტროლის მხარდაჭერის დახვეწაა.
გენერალური შტაბის უფროსი „კავშირი 2017“-ის მიმდინარეობას გაეცნო
21/09/2017