გერმანელი კოლბეკების ოჯახმა ქუთაისში აქცია მოაწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქართულ -გერმანულ ცენტრში წელს მეთვრამეტე საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელსაც ორგანიზებას გერმანელი კოლბეკების ოჯახი უწევს. როლანდ და რენატე კოლბეკები ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან, ისინი ყოველწლიურად ქუთაისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მატერიალურად ეხმარებიან. ყველა ბენეფიციარს გერმანიაში საკუთარი მეურვე ჰყავს. წელს 90-მდე ოჯახს გაეწია დახმარება, რამაც საერთო ჯამში 30 000 ევრო შეადგინა. კოლბეკების ოჯახს აღნიშნული აქციის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მადლობა გადაუხადა.
ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით და გერმანელი ოჯახების მხარდაჭერით, ქუთაისში სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქციები ხშირად იმართება.

Visited 185 times, 1 visit(s) today