გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს, დამატებით, 20.8 მლნ ევრო გამოუყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“. შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა. პროექტის ფარგლებში, სასესხო შეთანხმებით გამოყოფილი 15 მილიონი ევრო გათვალისწინებულია COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. საგრანტო შეთანხმებით გამოყოფილი გრანტი 5,8 მლნ ევროს ოდენობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესაბამისად, გათვალისწინებულია უკიდურესი სიღარიბისგან დაზარალებული პირებისთვის სოციალური დახმარებისთვის. აღნიშნული შეთანხმებები, ასევე, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

Visited 69 times, 2 visit(s) today