”გერმანული მოდელი” შესაძლოა კარგია, თუმცა ის მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენი პოზიციაა, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტზე კომენტირებისას განუცხადა.
დეპუტატის მოსაზრებით, არსებობს ერთიანი პოზიცია, რომ უმრავლესობა აღნიშნულ მოდელს მხარს არ უჭერს.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანული მოდელი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

„კონსტიტუციასთან შეუსაბამო გახლავთ ის, რომ ”გერმანული მოდელი” ჩვენს კონსტიტუციაში არღვევს წესს, მაშინ როცა საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების წესს. ”გერმანული მოდელი” შესაძლოა კარგია, თუმცა ის შემოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ჩვენი პოზიციაა, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმ მოდელით, რომელიც დღეს გვაქვს, ხოლო სხვა ტიპის მოდელებზე გადასვლისთვის გვჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბესელიამ.

Visited 137 times, 1 visit(s) today