გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე,

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მედიაპლურალიზმს უკავშირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. რეზოლუციას ევროპარლამენტი დღეს განიხილავს.

„საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც გასული წლების განმავლობაში გვქონდა ფუნდამენტური წინსვლა დემოკრატიის კუთხით, ადამიანის უფლებების კუთხით, მედიაპლურალიზმის კუთხით. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა ხდება დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და მედიაპლურალიზმს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 108 times, 1 visit(s) today