გვიმბალაურში საჭიდაო სკოლის დარბაზში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ბზეკალავამ გვიმბალაურში საჭიდაო სკოლის დარბაზში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
“ფალავანის” დარბაზის რემონტს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს “ტაო” ასრულებს, ღირებულება კი 44 444 ათასი ლარია.
ა(ა)იპ “სპორტული ცენტრის” დირექტორის, გაგა იმნაიშვილის თქმით, დღეს “ფალავანს” 70 მოსწავლე ჰყავს.
სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

Visited 212 times, 1 visit(s) today