გზების დეპარტამენტი გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებს. მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამ ეტაპზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ორმოულის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზებზე.
ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების 80%-ზე მეტი აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

Visited 181 times, 1 visit(s) today